loader

ოპერატორის მიმართ სასამართლომ ხულიგნობის ფაქტზე საქმის წარმოება შეწყვიტა, ხოლო პოლიციელის დაუმორჩილებლობაზე სიტყვიერი გაფრთხილება მისცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ოპერატორის მიმართ სასამართლომ ხულიგნობის ფაქტზე საქმის წარმოება შეწყვიტა, ხოლო პოლიციელის დაუმორჩილებლობაზე სიტყვიერი გაფრთხილება მისცა

„მთავარი არხის“ ოპერატორს სერგი ბარამიძეს, რომელიც 19 ნოემბერს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დააკავეს, შემდეგ კი გათავისუფლეს, სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადა. უფრო კონკრეტულად კი, მოსამართლე მანუჩარ ცაცუას გადაწყვეტილებით, სერგი ბარამიძის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაწყებული სამართალწარმოება შეწყდა, რაც ხულიგნობას გულისხმობს. რაც შეეხება 173-ე მუხლს, რაც პოლიციელის დაუმორჩილებლობას გულისხმობს, მოსამართლემ ის სამართალდამრღვევად ცნო და ოპერატორს სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი სასამართლო პროცესზე ამტკიცებდა, რომ სერგი ბარამიძე ადგილზე უმისამართოდ იგინებოდა და პოლიციას მუშაობაში ხელს უშლიდა.

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული სერგი ბარამიძეც და მისი ადვოკატიც ასაბუთებდნენ, რომ მას არანაირი სამართალდარღვევა არ ჩაუდენია და ადგილზე ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

სიტყვით ისარგებლა ბარამიძემაც და განმარტა, რომ მას არანაირი სამართალდარღვევა არ ჩაუდენია. მისივე განმარტებით, იქ თუ ვინმე იგინებოდა, ეს ნიღბიანი პირები იყვნენ, ამასთან, მას სახეში მუშტი სპეცრაზმელმა ჩაარტყა.

სერგი ბარამიძე სამართალდამცავებმა 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, იმ დროს დააკავეს, როცა ის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. ოპერატორი ადგილზე აქციის მონაწილეებსა და პოლიციას ორის მომხდარ დაპირისპირებას იღებდა, რა დროსაც მისი დაკავება მოხდა.

დაკავებიდან მალევე, სერგი ბარამიძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. მისი განცხადებით, მას სამართალდამცავებმა „კარგად ურტყეს“, ბარამიძეს თვალიც ჩალურჯებული ჰქონდა.

ბარამიძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.