ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 9 პირი, მათ შორის ნინო ქათამაძე, ლადო აფხაზავა, მაია ცირამუა და ჟურნალისტები სამართალდამრღვევად ცნო და 5 000-5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ცხრა პირი სამართალდამრღვევად ცნო, მათ შორის ნინო ქათამაძეს, ლადო აფხაზავას, მაია ცურამუას და ჟურნალისტებს ადმინისტრაციული სახდელის სახით 5 000-5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე შსს ცხრავე პირის სამართალდამრღვევად ცნობს და მათ მიმართ ჯარიმის დაკისრებას ითხოვდა. ამ მოთხოვნას არ ეთანხმებოდნენ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირები და მათი ადვოკატები.
სასამართლოში სოლიდარობის ნიშნად შეკრებილი იყვნენ, კოლეგები და ახლობლები. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების წინააღმდეგ დავა 26 იანვარს, ქუთაისში მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან გამართული აქციის გამო დაიწყო. შეკრებულები "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" ჟურნალის მზია ამაღლობელის პატიმრობას აპროტესტებდნენ.
საქმეზე წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა პირველი მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობდა.