loader

ჯგუფ „დაიტოვეს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს სასამართლომ 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჯგუფ „დაიტოვეს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს სასამართლომ 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

ჯგუფ „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ქრისტინე ბოტკოველი, (ნენსი ვოლანდი) სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

მოსამართლე ზვიად ცეკვავას გადაწყვეტილებით, ბოტკოველს ადმინისტრაციული სახდელის სახით 5000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

დღევანდელ სხდომაზე შსს-ს წარმომადგენელი აცხადებდა, რომ ბოტკოველი გზის სავალ ნაწილს ხელოვნურად კეტავდა. უწყების იურისტი მის სამართალდამრღვევად ცნობას და ადმინისტრაციული სახდელის დადებას ითხოვდა.

თავად ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირი კი აცხადებს, რომ ის ტროტუარიდან უკვე გადაკეტილ გზაზე, მას შემდეგ გადავიდა, რაც ადგილზე მარშში მონაწილეები მივიდნენ.

ბოტკოველს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ.კერძოდ კი იმას, რომ ის 26 იანვარს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.