loader

როდიდან და ვინ მიიღებს უფასო სურსათს? - საქართველოში პირველი სურსათის ბანკის ამოქმედების თარიღი ცნობილია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როდიდან და ვინ მიიღებს უფასო სურსათს? - საქართველოში პირველი სურსათის ბანკის ამოქმედების თარიღი ცნობილია

საქართველოში პირველი სურსათის ბანკის ამოქმედების პროცესი ფინალურ ეტაპზეა. „ბიზნესპრესნიუსთან“ People in Need Georgia-ს სურსათის ბანკის პროექტის კოორდინატორი სალომე ჯაფარიძე აცხადებს, რომ ბენეფიციარები წყალტუბოში სურსათს, დიდი ალბათობით, მარტიდან მიიღებენ.

სურსათის ბანკის ცენტრალური საწყობი თბილისში, ორხევში უკვე გაიხსნა. ლოჯისტიკურ ჰაბში სხვადასხვა სუპერმარკეტის მიერ მიწოდებული სურსათი განთავსდება, შემდეგ კი წყალტუბოში ბენეფიციარებს მიეწოდება.

„საწყობი სრულად არის აღჭურვილი ყველა საჭირო ინვენტარით და გამართულია სისტემა, რაც საშუალებას მისცემს შემოსავლების სამსახურს, რომ არ გაუჭირდეს შეგროვებულ პროდუქტზე წვდომა - მათთვის ხილული იქნება მთელი ეს პროცესი. ამჟამად მიმდინარეობს კერძო სექტორთან და სამთავრობო სტრუქტურებთან საოპერაციო პროცესების დაზუსტება და უახლოეს პერიოდში დავიწყებთ ოპერირებას“, - აღნიშნავს ჯაფარიძე.

განაგრძეთ კითხვა>>