"მინდა, მზია ამაღლობელს ვუთხრა..." - მიხეილ სააკაშვილის მიმართვა სასამართლო სხდომიდან
მინდა მზია ამაღლობელს გამოვუცხადო ჩემი სოლიდარობა - მინდა მზია ამაღლობელს მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად გაუფრთხილდეს თავის თავს, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციური ჩართვისას განაცხადა.
მისივე თქმით, შიმშილობის რაღაც მომენტის შემდეგ ადამიანი ობიექტურად ვეღარ აფასებს თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობას.
„მინდა მზია ამაღლობელს გამოვუცხადო ჩემი სოლიდარობა და ვუთხრა, რომ მე თვითონ 50 დღე ვიშიმშილე, ის აქ [„ვივამედში“] გვერდით კორპუსშია. ვიცი, რომ რაღაც მომენტის შემდეგ ადამიანი ობიექტურად ვეღარ აფასებს თავის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მინდა მზია ამაღლობელს მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად გაუფრთხილდეს თავის თავს“, - განაცხადა სააკაშვილმა.