"დიდი სიახლე მაქვს თქვენთვის..." - ნინი შერმადინი
"ჩემო ძვირფასებო, დიდი სიახლე მაქვს თქვენთვის - გაზაფხულზე დიდ ბრიტანეთში გეწვევით და თქვენთვის ვიმღერებ" - ამის შესახებ მომღერალი ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე ცნობით, ბილეთების გაყიდვა 14 თებერვლიდან დაიწყება.
"პირველ კონცერტზე ლონდონში გელოდებით - 8 მარტს, საღამოს 5 საათზე ერთად აღვნიშნოთ ქალთა საერთაშორისო დღე! ბილეთების გაყიდვა 14 თებერვლიდან დაიწყება და შეძენას თეატრის ოფიციალურ ვებსაიტზე შეძლებთ" - წერს შერმადინი.