loader

ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე, პოლიციის განყოფილების წინ კაცი დაჭრეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე, პოლიციის განყოფილების წინ კაცი დაჭრეს

ბათუმში ტაბიძის ქუჩაზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. არსებული ინფორმაციით, ადგილზე სროლის ხმა იყო, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი არის დაშავებული.

კერძოდ, ადგილობრივების ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთი ადამიანი დაჭრეს.

შუა ხნის მამაკაცი კი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

როგორც ადგილობრივებმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, მამაკაცებს შორის ინციდენტი ყოფით ნიადაგზე მოხდა.

ტაბიძის ქუჩა სამართალდამცავებს გადაკეტილი აქვთ, აღნიშნულ ქუჩაზე გადაადგილება შეზღუდულია. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებიც მუშაობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 19 პრიმა 108 და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.