"მთელი ვაკე-საბურთალო უგაზოდაა" - საზოგადოებაში ატეხილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით, "თბილისი ენერჯი "განცხადებას ავრცელებს
“თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, დაუდგენელი მიზეზის გამო, დაზიანდა ცენტრალური 500 მილიმეტრიანი გაზსადენი, რომელიც ვაკე -საბურთალოს ამარაგებს.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, გაზსადენის აღსადგენად „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური ჯგუფები უკვე მუშაობენ.
“ბუნებრივი გაზის აღდგენის შესახებ მოგვიანებით მოგაწვდით ინფორმაციას. გთხოვთ ყურადღებით იყოთ გაზის დანადგარების მოხმარებისას.
ბოდიშს გიხდით კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი დისკომფორტის გამო”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში, მოქალაქეები აქტიურად წერდნენ, რომ მათ გაზი არ მიეწოდებოდათ.