loader

"ვუსამძიმრებ ოჯახს და ახლობლებს" - ლევან მგალობლიშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვუსამძიმრებ ოჯახს და ახლობლებს" - ლევან მგალობლიშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი მრჩევლის ვლადიმერ ნადარეიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

ლევან მგალობლიშვილი გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის თამაზ ნადარეიშვილის შვილის ვლადიმერ ნადარეიშვილის გარდაცვალების გამო, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეა, აფხაზეთის მთავრობაში ჩემი მრჩევლის პოზიციას იკავებდა.

აფხაზეთის მთავრობის სახელით ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ახლობლებს და კოლეგებს ამ დიდ დანაკარგს", - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.