პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა - რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს
პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა - რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
პროტესტის 74-ე დღესაც მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.
მიმდინარე აქციას დღეს შეუერთდა სერიალ “შუა ქალაქის ფანების” მარშიც.
მანამდე რუსთაველის გამზირის გარკვეულ პერიმეტრზე სამართალდამცველებს კორდონი იდგა.