რამდენი გამოიმუშავა ალექსანდრე თოფურიამ სადებიუტო ბრძოლაში გამარჯვებით?
UFC-ში ალექსანდრე თოფურიამ დღეს პირველი ბრძოლა ჩაატარა. მებრძოლმა სადებიუტო ბრძოლაში ავსტრალიელ კოლბი თიქნესს სამივე რაუნდი მოუგო და გამარჯვება მოიპოვა.
Sporty salaries-ის ინფორმაციით, დღევანდელ ორთაბრძოლაში ალექსანდრე თოფურიამ საშუალოდ 78 ათასი დოლარის გამომუშავება შეძლო. უფრო კონკრეტულად, ამ თანხიდან UFC 312-ის საბაზისო ჰონორარი 12 000 დოლარს შეადგენს, სპონსორული შემოსავალი 4 ათასი დოლარია, საუკეთესო შესრულებისთვის ბონუსის ოდენობა კი 50 ათასი დოლარის ფარგლებშია. ამას ემატება PPV (pay-per-view), იგივე სამაუწყებლო გაყიდვების პროცენტული წილიც.