loader

ნიკა მელია განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნიკა მელია განცხადებას ავრცელებს

ნიკა მელია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

"ნუ დაგვავიწყდება, გამარჯვებისთვის აუცილებელია გქონდეს გამარჯვებულის მენტალიტეტი - დავიჯეროთ გამარჯვება.

რას ნიშნავს გამარჯვებულის მენტალიტეტი?

მდგომარეობას როდესაც ადამიანი მიზანმიმართულად მიდის მიზნისკენ, გამარჯვებისკენ. ლახავს ათას დაბრკოლებას, იცის რომ გაიმარჯვებს და ბოლოს იმარჯვებს კიდეც, ოღონდ გამარჯვება იწყება ჯერ დაჯერებით და შემდეგ ქმედებით.

გამარჯვებულის მენტალიტეტი ვერ გექნება თუ სულ მარცხი გელანდება.

და რაც მთავარია, გამარჯვებულის მენტალიტეტის ქონა აუცილებელია ბრძოლაში ჩაბმული ხალხისთვის.

თუ შენ არ გწამს გამარჯვების, თუ შენ არ ხარ გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე, ვერც სხვას ვერ დაარწმუნებ გამარჯვებაში და ვერც გაიყოლებ ბრძოლაში.

შევხვდებით დღეს რუსთაველზე!" - წერს ნიკა მელია.