loader

ალექსანდრე თოფურიამ კოლბი თიქნესი დაამარცხა და UFC-ის სადებიუტო ბრძოლა მოიგო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ალექსანდრე თოფურიამ კოლბი თიქნესი დაამარცხა და UFC-ის სადებიუტო ბრძოლა მოიგო

UFC 312-ზე ალექსანდრე თოფურიამ სადებიუტო ბრძოლაში ავსტრალიელი მებრძოლი, კობი თიქნესი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ((30–27, 30–27, 30–27) დაამარცხა.

UFC-ის სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში ილიას ძმამ სადებიუტო ბრძოლაში პირველივე გამარჯვება მოიპოვა.

ალექსანდრეს MMA-ის კარიერაში 6 გამარჯვება და 1 მარცხი აქვს.

ავსტრალიელი მებრძოლისთვის კი ეს მარცხი პირველი გახლდათ, თიქნესს კარიერაში აქამდე 7 ბრძოლიდან 7-ივე მოგებული ჰქონდა.

აღნიშნული ბრძოლისთვის ალექსანდრეს სეკუნდანტი მისი ძმა, ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია იყო, ხოლო თიქნესის ალექსანდრ ვოლკანოვსკი.

ვიდდეო: SETANTA SPORTS