loader

"ოლეე, ოლაა"-ზე იხილეთ პრემიერის დღევანდელი კომენტარი" - რას წერს მამუკა მდინარაძე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ოლეე, ოლაა"-ზე იხილეთ პრემიერის დღევანდელი კომენტარი" - რას წერს მამუკა მდინარაძე?

„დიფ სთეითისა“ და USAID-ის აგენტურა საქართველოში მარცხდება, მათ შორის მკაცრი სამართლებრივი რეგულაციებით - არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა! ცეცხლი ოლიგარქიას!- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე „ფეისბუქზე“ წერს.

მისი თქმით, USAID-ის მიერ დაფინანსებული აგენტურის ქართული ნაწილი „დიფ სთეითს“ ემსახურება, „დიფ სთეითი“ კი - ოლიგარქიულ გავლენებს.

„მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ვერ გაერკვა „ნაც.აგენტურის“ და მისი პატრონების სუბორდინაციაში:

USAID-ის მიერ დაფინანსებული აგენტურის ქართული ნაწილი ემსახურება „დიფ სთეითს“, „დიფ სთეითი“ ოლიგარქიულ გავლენებს.

რაც შეეხება დღევანდელ მოცემულობას: „დიფ სთეითისა“ და USAID-ის აგენტურა საქართველოში მარცხდება, მათ შორის მკაცრი სამართლებრივი რეგულაციებით. შესაბამისად, ისევ ქართველი ხალხი და მშვიდობა იმარჯვებს.

არ იქნება სამართალი - არ იქნება მშვიდობა! ცეცხლი ოლიგარქიას!

"ოლეე, ოლაა"-ზე იხ. პრემიერის დღევანდელი კომენტარი“,- წერს მდინარაძე.