ცნობილია ვინ არის გიორგი ფეიქრიშვილის მკვლელობაში ბრალდებული - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?
საგარეჯოში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა.
როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული გ.ქ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1987 წელს დაბადებულ გ.ფ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
არსებული ინფორმაციით, გიორგი ქურდოვანიძე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი, ქონების მართვის განყოფილების უფროსია.. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, დაკავებული და მოკლული, 38 წლის გიორგი ფეიქრიშვილი ბავშვობის მეგობრები იყვნენ.