რას ამბობს ირაკლი კობახიძე მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით შეხვედრის შესახებ "ბათუმელების" მთავარი რედაქტორის, ეთერ თურაძის შეთავაზებაზე?
პოლიციელს გაარტყეს ხელი სახეში და ნული სინანული ამასთან დაკავშირებით. არც კონკრეტულად ბრალდებულის, არც მისი კოლეგების მხრიდან. ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.
პრემიერის თქმით, არ შეიძლება, ვიღაცამ სცადოს, ასე მარტივად ხელი აღმართოს სახელმწიფოს წარმომადგენელზე.