"ყველას წინასწარ გილოცავთ ამ მნიშვნელოვანი საქმის დაწყებას" - ბათუმში, "ოცნების ქალაქის" მშენებლობის მეორე ეტაპი იწყება
„ოცნების ქალაქის“ პროექტი არ არის მხოლოდ საცხოვრებელი კორპუსები, ჩვენს თანამოქალაქეებს სჭირდებათ სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბათუმში განაცხადა, სადაც „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის საფუძვლის ჩაყრასთან დაკავშირებით სიმბოლური კაფსულის ჩაგდების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
როგორც კობახიძემ განაცხადა, აღნიშნული პროექტი ბათუმის განვითარებისთვის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.