loader

რას ამბობს მოკლული გიორგი ფეიქრიშვილის მამა? - "ბავშვობაში მეგობრები იყვნენ... ავტომობილში მოუკლავს და მერე მანქანიდან გადააგდესო" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობს მოკლული გიორგი ფეიქრიშვილის მამა? - "ბავშვობაში მეგობრები იყვნენ... ავტომობილში მოუკლავს და მერე მანქანიდან გადააგდესო"

საგარეჯოში გუშინ მომხდარი მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით მოკლული 38 წლის გიორგი ფეიქრიშვილი, სოფელ ანთოკის მიმდებარედ მწყემსმა იპოვა.

მოკლულის მამა და მეგობრები ჰყვებიან, რომ მხარეებს შორის რამდენიმე დღის წინ დაიწყო კონფლიქტი, რის შესახებაც იცოდნენ და მოგვარებას ცდილობდნენ.

მათივე თქმით, მოკლული და სავარაუდო დამნაშავე წარსულში მეგობრები იყვნენ, თუმცა მათ შორის უთანხმოება ყოფით ნიადაგზე დაიწყო და მკვლელობით დასრულდა.

მოკლული 38 წლის კაცი დაპირისპირებულ მხარეს მარტო შეხვდა, რის გამოც, ფაქტს თვითმხილველი არ ჰყავს.

„სახლიდან გავიდა 2 საათზე და ალბათ, მალევე შეხვდა მკვლელს. მე 4 საათზე შემატყობინეს ეს ამბავი. სხვა დეტალები არ ვიცი. ავტომობილში მოუკლავს და მერე მანქანიდან გადააგდესო, ასე თქვეს. დეტალები ზუსტად არ ვიცი. საგარეჯოში ჩაისვა მანქანაში მკვლელმა, არ ვიცი სად მოკლა, რა მოხდა, სხვა დეტალები არ ვიცი. შეიძლება აქვე მოკლა და სადღაც სოფელში ჩამოაგდო.

გიორგი ქურდოვანიძე და გიორგი ფეიქრიშვილი ბავშვობაში მეგობრები იყვნენ. შემდეგ რა მოხდა, არ ვიცი. მოკლული მწყემსმა იპოვა. ერთი ტყვია აქვს გულში მოხვედრილი. მოტივი რა არის, არც ეგ ვიცი. ალბათ, ძალიან დიდი უთანხმოება, სავარაუდოდ, ყოფით ნიადაგზე დაპირისპირება. მაგას პოლიცია გაარკვევს”, - ამბობს მოკლულის მამა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ რომ გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

ვიდეო: "მთავარი არხი"