ხვიჩა კვარაცხელიას პირველი კომენტარი პსჟ-ის მაისურით გატანილი სადებიუტო გოლის შემდეგ
ხვიჩა კვარაცხელიამ, მონაკოსთან მატჩში სადებიუტო გოლი გაიტანა. საფრანგეთის ლიგა 1-ის 21-ე ტურის შეხვედრაში პსჟ-მ "მონაკო" 4:1 დაამარცხა.
"მსოფლიოში უბედნიერესი ადამიანი ვარ. საუკეთესოა, ასეთ სტადიონზე და ასეთი გულშემატკივრების წინაშე გოლის გატანა.
ბევრი ვიმუშავე, რათა პირველი გოლი გამეტანა და მინდოდა, ეს მალევე მომხდარიყო. აქ ყველა შესანიშნავად მექცევა და ბედნიერი ვარ, რომ პარი სენ-ჟერმენში ვთამაშობ.
მინდა წინსვლა გავაგრძელო" - თქვა ხვიჩა კვარაცხელიამ PSG-ს რიგებში სადებიუტო გოლის გატანის შემდეგ.
ვიდეო: geo team