loader

გია ხუხაშვილის სკანდალური ვერსია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გია ხუხაშვილის სკანდალური ვერსია

„რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ პოლიციის რიგებში, ეს არ არის უბრალოდ სამართალდამცავ სისტემაზე პოლიტიკური კონტროლის დამყარების პროცესი. ეს ხალხი არის ბიძინას მიერ წარმოებული, „უჯრედის დონეზე“ ცვლილებების ანუ მუტაციის ექსპერიმენტის მსხვერპლი“ , - ამის შესახებ ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი აცხადებს.

„ჩვენ თვალნათლივ ვხედავთ, როგორ შეჰყავთ კუნთმაგარ ადამიანებში იდეოლოგიური შხამი. ამ წესით ახდენენ ფასეულობითი სისტემის კორექციას და ამ პროცესში გენერირებულ აგრესიას აძლევენ სასურველ მიმართულებას“, - ამბობს გია ხუხაშვილი და ირწმუნება, „მუტაციის პროცესი იმდენად შორს წავიდა, რომ ვიზუალურადაც ყველაფერი აშკარა გახდა - მათ სახეც, ინდივიდუალიზმიც დააკარგვინა და ნიღბებს ამოფარებულ ერთიან აგრესიულ მასად აქცია.“ მისივე ვერსიით, „საქმე გვაქვს ავღანური ან ვიეტნამის სინდრომის თანაზომად მასობრივ პრობლემასთან.“

- არ ვიცი, რა იქნება მომავალში, მაგრამ ცხადია, რომ სერიოზული ძალისხმევა გახდება საჭირო, რომ ამ ხალხს დავუბრუნოთ ადამიანური სახე. ზოგადად, პოლიციის პოლიტიზირება ქართველებს არ გვიკვირს, წინა რეჟიმის დროსაც იყო მსგავსი პრობლემები და ჩვენ ამას მაშინაც ვაპროტესტებდით, თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, პატრულის თანამშრომლები მაინც სარგებლობდნენ პატივისცემით. მიუხედავად იმისა, რომ სპეცსამსახურების დევნის ობიექტი ვიყავი, პატრულის იმედი ყველა შემთხვევაში მქონდა. ახლა მთელი სამართალდამცავი სისტემის კრიმინალიზება მოხდა. აქ მხოლოდ ხელისუფლების ინტერესების გატარების სურვილში არ არის საქმე. შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებამ პოლიციას სახე დააკარგვინა, სისტემის დისკრედიტაცია მოახდინა. ადრე პოლიციელის იდენტიფიცირება შესაძლებელი იყო, ახლა ივანიშვილმა ყველა ერთიან, აგრესიულ, გაბოროტებულ, ნიღბებს ამოფარებულ უზრდელ მასად აქცია. ძალიან ადვილი შესაძლებელია, შავნიღბიანმა, გაურკვეველმა არსებამ ქუჩაში მოგკლას და ის ვერავინ ამოიცნოს. წარმოუდგენელ რამეს ვხედავთ, პოლიციამ ქურდულ ჟარგონებზე დაიწყო ლაპარაკი, ბანდიტებივით იქცევიან და მოხუცებს, ქალებს, ბავშვებს დაუზოგავად სცემენ, შეურაცხყოფენ. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფალმა პოლიციის დიდი ნაწილი მაფიის ბოსის ჯარისკაცებად აქცია. სამართალდამცავი ამათ უკვე მხოლოდ პირობითად ჰქვიათ. შვილის ტოლ გოგონებს უწმაწური, ბილწი სიტყვებით არც ნამდვილი პოლიციელი მიმართავს, არც ტრადიციული ქართველი და არც მართლმადიდებელი ქრისტიანი. რაც ყველაზე უცნაურია, ხელისუფალს, რომელსაც სარწმუნოების, ტრადიციის და ოჯახური სიწმინდის დამცველად მოაქვს თავი, ქუჩაში უსახურ შავნიღბიანებს უშვებს და ყველანაირი სიბინძურის კეთებას ავალებს. პოლიციად წოდებულ ადამიანებს სახე რომ დავუბრუნოთ, წლები იქნება საჭირო.

- პოლიციური ძალების ამგვარი ფორმირებით ან თუნდაც რეპრესიებით, მედიის კონტროლის მცდელობით, რას მიაღწევს ხელისუფლება?

- ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენის უფლებასაც მივცემთ, იმდენს გააკეთებენ ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ხომ ხედავთ, რომ მმართველი გუნდი თანდათანობით ავიწროვებს თავისუფალ სივრცეს, როგორც ადმინისტრაციულ, ასევე - საკანონმდებლო დონეზე.

- პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, კანონმდებლობაში უამრავი ხარვეზი იყო და ახლა მათი პასუხისმგებლობაა, რომ ეს თავს მოხვეული ხარვეზები მაქსიმალურად აღმოიფხვრას და ეს სჭირდება ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას.

- დიახ, საინტერესოა, როდესაც ხელისუფლება შეზღუდვებს იმით ამართლებს რომ ეროვნული ინტერესები უნდა დაიცვას. კობახიძემ ისიც თქვა, ქვეყანა უნდა დავიბრუნოთო. შემთხვევით, „ქვეყნის დაბრუნებაში“ საბჭოთა კავშირში ანუ რუსეთის იმპერიაში დაბრუნებას ხომ არ აპირებს? კითხვა ლეგიტიმურია, იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ ყველა ქმედებას, საკანონმდებლო თუ ადმინისტრაციულ ცვლილებას უპირობოდ ამ მიმართულებით მივყავართ. ერთი საგულისხმო ამბავი მინდა გიამბოთ - 1990 წელს ვილნიუსში, კონფერენციაზე ერთმა მაშინდელმა ცნობილმა დისიდენტმა, სერგეი გრიგორიანცმა მითხრა, - ახლა იწყება საბჭოთა კავშირის ტრანსფორმაციის პროცესი, რომლის შედეგადაც ბევრად უფრო საზარელ ურჩხულს მივიღებთ, ვიდრე დღეს არისო. მისი ეს ნათქვამი დიდწილად წინასწარმეტყველური აღმოჩნდა. უბრალოდ, ახლა ერთი კითხვა დამრჩა - საქართველო ამ დიდი ბოროტების ნაწილი გახდება თუ მოვახერხებთ მის გამოგლეჯას შიდა თუ გარე მტრების ხელიდან? მესმის, რომ ბრძოლა ძალიან რთულია, მმართველ გუნდში მყოფ ხალხს ძალაუფლება აქვს და უპირატეს მდგომარეობაშია, მაგრამ ხალხს მაინც უფრო დიდი ძალა აქვს. მთავარია, ერთი იდეის გარშემო გაერთიანება შევძლოთ. ჩვენ უნდა გავიაზროთ, რაოდენ დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ, ავტორიტარიზმს ვინ ჩივის, ტოტალიტარიზმის საფრთხის წინაშე ვდგავართ. ხელისუფალს უკვე პირადი ცხოვრების კონტროლზე აქვს პრეტენზია.

- ფიქრობთ, რომ ოპოზიციურ ელექტორატს იდეის გარშემო გაერთიანება უჭირს? ზოგადად, სად ხედავთ ოპოზიციის და აქტივისტების მთავარ პრობლემას?

- ჩვენ ძალიან სერიოზული პრობლემა გვაქვს ოპოზიციასთან დაკავშირებით. დღეს რომ ხელისუფლება ასე ბობოქრობს, ეს იმის ბრალია, ქუჩაში გამოსულმა პროტესტმა პოლიტიკური ოპოზიცია ლიდერად რომ არ აღიარა. სხვათა შორის, არც ოპოზიცია აკეთებს რამეს იმისთვის, რომ ნდობა დაიბრუნოს და წინა ხაზზე გავიდეს. თეთრი ხელთათმანებით იბრძვიან, ერთეულ ეპიზოდებს თუ არ ჩავთვლით. ოპოზიციამ პროტესტში სრულფასოვანი ინტეგრირება ვერ მოახერხა, რაც სერიოზული კოზირია ხელისუფლების ხელში. განაგრძეთ კითხვა