loader

"ძალიან შემეცოდა და ვუცხადებ ქალურ სოლიდარობას!" - რას წერს ცისნამი საყვარლიშვილი Grammy-ს დაჯილდოებაზე, კანიე უესტის რჩეულის წითელ ხალიჩაზე მოულოდნელ გაშიშვლებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ძალიან შემეცოდა და ვუცხადებ ქალურ სოლიდარობას!" - რას წერს ცისნამი საყვარლიშვილი Grammy-ს დაჯილდოებაზე, კანიე უესტის რჩეულის წითელ ხალიჩაზე მოულოდნელ გაშიშვლებაზე

"ეს ქალი არის ძალადობის მსხვერპლი! ძალადობა მარტო ფიზიკური არ არის, ეს არისმენტალური და ემოციური. ძალიან შემეცოდა და ვუცხადებ ქალურ სოლიდარობას! ეს უკვე სიყვითლე არ არის, ეს არის ფსკერი!" - ამის შესახებ ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ლოს-ან­ჯე­ლეს­ში Grammy-ს რი­გით 67-ე ცე­რე­მო­ნიაზე, წითელ ხალიჩაზე კანიე უესტი და მისი რჩეულის ბიანკას მოულოდნელ გამოჩენას ეხმაურება, სადაც ბიანკა გაშიშვლდა.

ლოს-ან­ჯე­ლეს­ში Grammy-ს რი­გით 67-ე ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თა, რომელიც მუ­სი­კა­ლურ ინ­დუსტრი­ა­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ჯილ­დო­ე­ბაა. მსოფლიოს მუსიკალური სამყაროს ყურადღება გასულ ღამეს შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებისკენ იყო მიპყრობილი.

Grammy-ს რი­გით 67-ე ცე­რე­მო­ნიას სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია, როდესაც წითელ ხალიჩაზე კანიე უესტი და მისი რჩეული ბიანკა მოულოდნელად გამოჩდნენ. ფოტოგრაფების თვალწინ პოზიორობისას, ბიანკა მოულოდნელად გაშიშვლდა. Entertainment Tonight-ის თანახმად, წყვილი დაჯილდოვების შოუდან გააძევეს მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ ისინი ცერემონიალზე არ იყვნენ მიწვეულნი. ზოგიერთი გამოცემის თანახმად, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც წყვილს ცერემონიალი დაატოვებინეს, წითელ ხალიჩაზე გაშიშვლება გახდა.