loader

ცნობილია ცოლ-ქმრის ვინაობა, რომლებიც უმძიმეს დანაშულში არიან ბრალდებულნი - "შშმ პირს მტკვრის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­როს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დად­გო­მას და სხვა­დას­ხვა პირ­თან სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბას აი­ძუ­ლებ­დნენ" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილია ცოლ-ქმრის ვინაობა, რომლებიც უმძიმეს დანაშულში არიან ბრალდებულნი - "შშმ პირს მტკვრის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­როს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დად­გო­მას და სხვა­დას­ხვა პირ­თან სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბას აი­ძუ­ლებ­დნენ"

და­ა­კა­ვეს ორი პირი, რომ­ლე­ბიც შშმ პირს თბი­ლის­ში, მტკვრის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­როს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დად­გო­მას და სხვა­დას­ხვა პირ­თან სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბას აი­ძუ­ლებ­დნენ.

იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის მიერ გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი თან­ხის რა­ო­დე­ნო­ბა მათ არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი მის მი­მართ ფი­ზი­კურ და ფსი­ქო­ლო­გი­ურ ძა­ლა­დო­ბა­სა და მუ­ქა­რას ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ.გა­მო­ძი­ე­ბით ასე­ვე, დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ამ გზით მო­პო­ვე­ბულ თან­ხას სრუ­ლად ისა­კუთ­რებ­დნენ. იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის მიერ გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი თან­ხის რა­ო­დე­ნო­ბა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დათ, მის მი­მართ ფი­ზი­კურ და ფსი­ქო­ლო­გი­ურ ძა­ლა­დო­ბა­სა და მუ­ქა­რას ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ.

და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან 1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლე­ვან აბუ­ლა­ძე და მისი მე­უღ­ლე 1977 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ხა­თუ­ნა აბუ­ლა­ძე. "კუ­რი­ე­რის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, იყო მო­მენ­ტი, როცა საკ­მა­რი­სი თან­ხის არ­ქო­ნის გამო შშმ ქალი ბრალ­დე­ბულ­მა ლე­ვან აბუ­ლა­ძემ სა­საფ­ლა­ო­ზე აიყ­ვა­ნა და სას­ტი­კად სცე­მა. ლე­ვან აბუ­ლა­ძე მე­უღ­ლეს, 48 წლის ხა­თუ­ნა აბუ­ლა­ძეს ძა­ლა­დო­ბის შემ­დეგ ან­გა­რიშს ტე­ლე­ფო­ნით აბა­რებ­და. ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ით მი­ღე­ბულ თან­ხას ცოლ-ქმა­რი ისა­კუთ­რებ­დნენ. მეტი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბის მიზ­ნით, ქალს დღის გან­მავ­ლო­ბა­ში საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა­საც კი უკ­რძა­ლავ­დნენ.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი პი­რის მი­მართ ჯგუ­ფუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ტრე­ფი­კინ­გის ფაქ­ტზე ორ პირს ბრალ­დე­ბა უკვე წა­რუდ­გი­ნა. ასე­ვე პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­სა­მარ­თლომ ორი­ვე ბრალ­დე­ბულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა უკვე შე­ე­ფარ­და. სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა

წყარო: "რუსთავი 2"