loader

"თუ ვინმეს ეშინია, რომ ვეღარ მოახერხებს სიცრუის თავისუფლად გავრცელებას, ეს მისი პრობლემაა - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე მედიასთან დაკავშირებით დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თუ ვინმეს ეშინია, რომ ვეღარ მოახერხებს სიცრუის თავისუფლად გავრცელებას, ეს მისი პრობლემაა - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე მედიასთან დაკავშირებით დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე?

თუ ვინმეს ეშინია, რომ ვეღარ მოახერხებს სიცრუის თავისუფლად გავრცელებას და სიძულვილის თავისუფლად ტირაჟირებას, ეს მისი პრობლემაა, მაგრამ ვფიქრობთ, რომ სიცრუე და სიძულვილი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის, შესაბამისად, საჭიროა ახალი რეგულაციები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც მედიასთან დაკავშირებით დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ცვლილებები, რაზეც საუბარია, საქართველოს კონსტიტუციურ და საერთაშორისო სამართლებრივ პრინციპებთან იქნება თავსებადი.

„იცით, რომ სიცრუე და სიძულვილი არის ლიბერალური ფაშიზმის მთავარი იარაღი, რასაც იყენებდა „დიფ სთეითი“ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში. როდესაც საუბარია მედიასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, ერთადერთი, რასაც ეს ცვლილება შეიძლება შეეხებოდეს, სიცრუესა და სიძულვილის გავრცელებასთან დაკავშირებული საკითხია. თუ ვინმეს ეშინია, რომ ვეღარ მოახერხებს სიცრუის თავისუფლად გავრცელებას, სიძულვილის ტირაჟირებას, ეს მისი პრობლემაა, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ სიცრუე და სიძულვილი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის და შესაბამისად, აქ არის საჭირო ახალი რეგულაციები, რა თქმა უნდა, ყოველგვარი ცენზურის გარეშე, იმ ძირითადი უფლებების შელახვის გარეშე, რასაც მედიის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება ჰქვია. ბუნებრივია, საუბარია ისეთ საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც იქნება თავიდან ბოლომდე თავსებადი ჩვენს კონსტიტუციურ და საერთაშორისო სამართლებრივ პრინციპებთან“, - განაცხადა კობახიძემ.