loader

ჩხუბი თბილისის მეტროში -"ამ ბიჭებს რომ დაარტყა, მეც მომაწვნენ" -კადრები მოქალაქემ დააფიქსირა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩხუბი თბილისის მეტროში -"ამ ბიჭებს რომ დაარტყა, მეც მომაწვნენ" -კადრები მოქალაქემ დააფიქსირა

მოქალაქე ნათია ჭელიძე "ფეისბუქ" ჯგუფში "დაიტოვე" მეტროში გადაღებულ ჩხუბის კადრებს აქვყნებს.

"ახლა დავბრუნდი დმანისიდან და მეტროში კიდევ ერთი მიზეზი დამემატა, რის გამოც უნდა გავაგრძელო ბრძოლა ჩემი ქვეყნისთვის.

ერთი ბიჭი შემოვიდა თავიდანვე დიდი აგრესიით, ერთ ქალს მიადგა და საშინელ სიტყვებს ეძახდა, რისი გამეორებაც აქ არ მინდა, რომ გავაპროტესტეთ, რატომ აყენებდა ადამიანს შეურაცხყოფას, გინება დაიწყო და ფიზიკურად დაუპირისპირდა მეტროში მყოფ რამდენიმე ბიჭს.

თავიდან ძალიან ახლოს ვიდექი და ამ ბიჭებს რომ დაარტყა, მეც მომაწვნენ და დავეცი, როგორც კი წამოვდექი დავიწყე გადაღება, ამიტომ რომ იცოდეთ, კიდევ უარესები ხდებოდა, რისი გადაღებაც ვერ მოვახერხე.

ეს ტიპი პატრულს გადავეცით, პატრულმა გაუშვა." - წერს მოქალაქე ნათია ჭელიძე და ვიდეოს აქვეყნებს.