loader

"არც კი უშვებ, რომ პროდუქტი უგემური და უფრო მეტიც მავნებელია" - რას წერს გია ხუხაშვილი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არც კი უშვებ, რომ პროდუქტი უგემური და უფრო მეტიც მავნებელია" - რას წერს გია ხუხაშვილი?

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"როცა არც ნიჭი გაქვს, არც ცოდნა, არც მორალური პრინციპები, არც რწმენა და მხოლოდ ჯოჯოხეთურ გარემოში ემპირიული გამოცდილებით შეძენილი, პარანოიაში გარდამავალი შიშები, კომპლექსები, “უნარები” გამოძრავებს, ნამდვილი პროდუქტის ნაცვლად ქმნი მის სუროგატს.

მერე ის ყველას უნდა აჭამო და თუ ვინმე უარს ამბობს, მთელი ძალით ცდილობ “ჩაახეთქო”.

არც კი უშვებ, რომ პროდუქტი უგემური და უფრო მეტიც მავნებელია.

ასე ქმნის ბიძინა სახელმწიფოს სუროგატს - სუროგატული ინსტიტუტებით, სუროგატული კულტურით, სუროგატული დემოკრატიით, სუროგატული მართლმსაჯულებით, სუროგატული ფასეულობებით, სუროგატული საზოგადოებით, სუროგატული ოპოზიციით და ცეცხლითა და მახვილით ცდილობს ეს გვაჭამოს…

ცდილობს დაგვავიწყოს ყველაფერი ნამდვილის, ნატურალურის გემო და მის უგემურ, მავნებელ საკვებზე “შეგვსვას”….

ახლა ჩვენი გადასაწყვეტია - დავიბრუნებთ ნამდვილი სიცოცხლის გემოს და არომატს, თუ მის მიერ მიჩენილ ბაგასთან სალაფავის რიგში ჩავდგებით…" - წერს გია ხუხაშვილი.