"გგონიათ რომ ვხუმრობ ხომ?" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი
"სიმღერისთვის "ოლეე, ოლააა", 3 წლამდე პატიმრობა. გგონიათ რომ ვხუმრობ ხომ?" - ამის შესახებ ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლია სოციალურ ქსელში წერს და "ტაბულაზე" დაყრდნობით ნიუს აზიარებს, სადაც წერია, რომ "ქართული ოცნება" აინიცირებს კანონს, რომლის თანახმადაც:
"რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნის მქონე პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოსაგდებად ძალადობრივი ქმედებისაკენ ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება, თუ ეს ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს" - აღნიშნული ქმედება ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ვადით ორასიდან ოთხას საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.
ეს ინიციატივა თავისუფლად შეიძლება გავრცელდეს, მაგალითად, პროტესტების დროს გავრცელებულ სიმღერაზე: ოლე-ოლა."