"აღმოჩნდა რომ მზიას პალატაში უდევს საკვები, მოშიმშილე ადამიანს საკვები არ უნდა ედოს, როდესაც უარს აცხადებს კვებაზე" - რას ჰყვება ადვოკატი, მაია მწარიაშვილი?
როდესაც ადვოკატი შევიდა დღეს მზიასთან პალატაში, აღმოჩნდა , რომ მას საკვები უდევს იქ. მოშიმშილე ადამიანს იქ საკვები არ უნდა ედოს. ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა. საკვები მას უნდა შესთავაზონ ყოველდღიურად , მაგრამ იქ არ უნდა ედოს, როდესაც ის უარს აცხადებს კვებაზე. ამიტომ, როგორც კი ადვოკატმა ეს შენიშვნა მისცა, შემდეგ გაიტანეს ეს საკვები" | ამბობს ადვოკატი მაია მწარიაშვილი "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში".