"ფრთხილად იყავით და კამერები დააყენეთ! მტერს არ ვუსურვებ, რაც ჩვენ გავიარეთ" - გაფრთხილება მათ, ვინც გლდანში ცხოვრობს
მოქალაქე რიტა შუბითიძე გლდანის "ფეისბუქ" ჯგუფში წერს, რომ ბინა გაუტეხეს და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
"გამარჯობა, გუშინ დღისით, მზისით გაგვიტეხეს ბინა!
წაიღეს ოქროც და ფულიც!
ყველანი ფრთხილად იყავით და დააყენეთ კამერები!
მტერს არ ვუსურვებ, რაც ჩვენ გავიარეთ" - წერ მოქალაქე.