loader

"მოამბის” კორესპონდენტი ვითხოვ, კონკრეტულად გვითხრან!" - რას წერს ჟურნალისტი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მოამბის” კორესპონდენტი ვითხოვ, კონკრეტულად გვითხრან!" - რას წერს ჟურნალისტი?

"მე, ირმა ჭოლაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო პროგრამა “მოამბის” კორესპონდენტი (უკვე 15 წელია) ვითხოვ კონკრეტულად გვითხრან! - ვინ ვერ თანამშრომლობს ვასკასთან, ვის უქმნის მაღალი პროფესიონალიზმით და პიროვნული თვისებებით დაჯილდოებულ

ადამიანთან, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან მუშაობა დისკომფორტს!!! რათა ვიცოდეთ! მეტი ამ გადაწყვეტილების შესახებ და ასევე, რათა თავი დაიცვას ყველა სხვა კორესპონდენტმა, პროცესისგან, რომ ვასკასთან დაკავშირებულმა პრეცედენტმა, არ მიიღოს შეუქცევადი ხასიათი!!!" - წერს "მოამბის" ჟურნალისტი ირმა ჭოლაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, გუშინ, 4 თებერვალს პირველი არხის ჟურნალისტმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის აღარ იყო "მოამბის" 18:00-საათიანი გამოშვების წამყვანი. მისივე ცნობით, ტელევიზიის ოფიციალური პოზიცია იყო, რომ საინფორმაციო გამოშვების პროდიუსერები ივანოვ-ჩიქოვანთან თანამშრომლობაზე უარს ამბობდნენ.