ვრცელდება შემთხვევით გადაღებული უმძიმესი კადრები - მკვლელობას 10-მდე ადამიანი ემსხვერპლა - შემთხვევა შვედეთის ერთ-ერთ სასწავლო დაწესებულებაში მოხდა
უახლესი მონაცემებით, შვედეთის ცენტრალურ ქალაქ ორებროს (სტოკჰოლმიდან დასავლეთით 200 კმ) ბავშვთა სკოლის გვერდით, ზრდასრულთა განათლების ცენტრში სროლის შედეგად, სულ ცოტა, 10 ადამიანი დაიღუპა.
ადგილობრივი პოლიციის ხელმძღვანელის რობერტო ეიდ ფორესტის თქმით, სამართალდამცავებს ამ მომენტისთვის "არ შეუძლიათ უფრო კონკრეტულად" დაასახელონ გარდაცვლილთა რაოდენობა, რადგან მათი რიცხვი ჯერ კიდევ დგინდება. პოლიციის განცხადებით, გარდაცვლილია დანაშაულის ჩამდენიც.
მსროლელის შესახებ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მას მანამდე პოლიციასთან არანაირი შეხება არ ჰქონია, არ ყოფილა რომელიმე ორგანიზებული ბანდის წევრი და არ აქვს კრიმინალური წარსული. მათივე თქმით, ამ მომენტისთვის თავდასხმის უკან ტერორისტული მოტივი არ ჩანს.
"ჩვენ გვჯერა, რომ დამნაშავე მარტოხელა მგელი იყო", - განაცხადა ფორესტმა და დასძინა, რომ ამ "უკიდურესი ტრაგიკული ინციდენტის" გამოძიება დაწყებულია.
შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მომხდარს "შვედეთისთვის ძალიან მტკივნეული დღე" უწოდა. განაგრძეთ კითხვა