"მოპოვებულია უტყუარი მტკიცებულებები, ვიდეოკამერების ჩანაწერები, მათ შორის დრონით გადაღებული, სადაც ჩანს..." - რას ამბობს დიმიტრი ბიძინაშვილის ადვოკატი?
"მოპოვებულია უტყუარი მტკიცებულებები ჩენს მიერ, ვიდეოკამერების ჩანაწერები, მათ შორის დრონით გადაღებული ჩანაწერი, სადაც ჩანს დიმიტრი ბიძინაშვილი რამდენიმე ათეულობით პოლიციელს როგორ გამოჰყავს, ფაქტობრივად, არასავალი ნაწილიდან, იძლებით აგდებს სავალი ნაწილისკენ და აიძულებს, რომ იდგეს შუაში, შუა გზაზე - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრის, დიმიტრი ბიძინაშვილის ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ცნობისთვის, 2 თებერვალს "თბილისი მოლთან" მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა ჯამში 31 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, თუმცა 4 თებერვალს 8 პირს, მათ შორის, ოპოზიციონერ პოლიტიკოს გიგი უგულავას, სისხლის სამართლის წესით ჩადენილ დანაშაულით, კონკრეტულად კი - სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ბრალდება გადაუკვალიფიცირდა, რომელიც 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.