loader

"ბოთლში ბებომ ქლორი ჩაასხა და ბავშვმა დალია, დამწვარი აქვს პირ-ხახა და ნაწლავები" - რა ვერსიები ვრცელდება წყლით ინტოქსიკაციის შესახებ და რა ოფიციალურ განცხადებებს ავრცელებენ ორგანიზაციები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბოთლში ბებომ ქლორი ჩაასხა და ბავშვმა დალია, დამწვარი აქვს პირ-ხახა და ნაწლავები" - რა ვერსიები ვრცელდება წყლით ინტოქსიკაციის შესახებ და რა ოფიციალურ განცხადებებს ავრცელებენ ორგანიზაციები

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას დიდი ხმაური მოჰყვა. წუხელ დაიწერა, რომ მცირეწლოვანი ბავშვი წყლით მოიწამლა და ის კლინიკაშია გადაყვანილი.

სრულად:

ჩვენი ინფორმაციით, ბავშვის მამამ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზაზე უკვე მიიტანა ბოთლი და სავარაუდოდ, ექსპერტიზის პასუხი მოგვიანებით გახდება ცნობილი და გაირკვევა, რა ნივთიერება ესხა ბოთლში და რით მოიწამლა პატარა.

სოციალურ ქსელში უამრავი ვერსია ვრცელდება. ზოგიერთი წერს, რომ ბავშვი იყო აუზზე, წყლიდან რომ ამოვიდა, ამის შემდეგ ატყდა განგაში, რადგან ბავშვს პირი დაეწვა, ზოგიერთი იმასაც წერს, რომ ბავშვი სახლში იყო და შეცდომით აიღო სხვა ბოთლი, რომელიც იდო იქვე, ანალოგიური ფორმის პლასტმასის ბოთლში. იმასაც წერენ, რომ იმაში ქლორი იყო.

"აქ წევს ეს ბავშვი, მეც აქ მიწევს ჩემი შვილი. თუ ერთი და იგივე ბავშვზეა საუბარი, ბოთლში ბებომ ქლორი ჩაასხა და ბავშვმა დალია, დამწვარი აქვს პირ-ხახა და ნაწლავები, როგორც ამბობენ", - ამბობს ერთი ბავშვის დედა, რომელიც იმავე კლინიკაშია.

რა გახდა რეალურად ბავშვის მოწამვლის მიზეზი, ამას ალბათ მალე ექსპერტები გაარკვევენ. მთავარია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესია, როგორც ამას სოციალურ ქსელში წერენ. მოგვიანებით განცხადებას სურსათის ეროვნული სააგენტოც გააკეთებს.

იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია:„სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ინტოქსიკაციით 120 ბავშვი იმყოფება, სინამდვილეს არ შეესაბამება. დღევანდელი დღის მონაცემებით, ჩვენს საავადმყოფოში სავარაუდო ინტოქსიკაციის დიაგნოზით მკურნალობას გადის მხოლოდ ერთი პაციენტი. ინტოქსიკაციის მიზეზები შესაბამისი ორგანოების მოკვლევის შედეგად გახდება ცნობილი. ამ ეტაპზე ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია,“ - აღნიშნულია განცხადებაში. განაგრძეთ კითხვა