loader

"დილით ვინც მანქანა დაგვიმტვრია, ახლა სახლში მომადგა და კარზე აბრახუნებს" - რას წერს "მთის ამბების" რედაქტორი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დილით ვინც მანქანა დაგვიმტვრია, ახლა სახლში მომადგა და კარზე აბრახუნებს" - რას წერს "მთის ამბების" რედაქტორი

"დილით ვინც მანქანა დაგვიმტვრია, ახლა სახლში მომადგა და კარზე აბრახუნებს. არ ვუპასუხე. ისევ პარკინგზე ჩავიდა და ჩამოვვარდი შტატივით, რომ მანქანის დამტვრევა თუ სცადა, მოვიგერიო და თავიც დავიცვა. მთელი დღე ველოდი კრიმინალურ პოლიციას, რომელსაც პატრულმა ფაქტის დაფიქსირების შემდეგ საქმე გადასცა და არ მოვიდა არავინ. ახლა დამემუქრა კიდეც, ვითომ დანაშაულს ვაბრალებ. არადა, სახით მყავს იდენტიფიცირებული. ახლაც მოვიდა პატრული, იძახებს კრიმინალურ პოლიციას და არავინ მოდის. 39 სიცხით დამაწრიალებენ ასე" - წერს "მთის ამბების" რედაქტორი გელა მთივლიშვილი სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს

მთივლიშვილმა დღეს დილით სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სამსახურის კუთვნილი ავტომობილი დაუზიანეს. მისი ინფორმაციით ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერში ჩანს, როგორ ესვრის ადამიანი საქარე მინას ქვას