"ბიძინას ჰგონია ბოლოშია მისული და გაზს თუ ბოლომდე მიადგამს ახლა, პროცესებს მოგუდავს" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი
"ბიძინას ჰგონია ბოლოშია მისული და გაზს თუ ბოლომდე მიადგამს ახლა, პროცესებს მოგუდავს. სინმდვილეში ეს ბოლომდე გაზი შეახეთქებს კედელს. არ უნდა შეგვაშინონ. არ უნდა დაგვაბნიონ. მთავარი საკითხებიდან არ უნდა გადავერთოთ ისეთ აბსურდზე, როგორიცაა წყლით მასიური ვითომ მოწამვლის ამბავი. ენერგია უნდა დავზოგოთ. დიდი აქცია უნდა დავგეგმოთ. დაავიწყდათ რამდენი ვართ და აუცილებლად უნდა შევახსენოთ!" - ამის შესახებ ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს.