loader

"მე აღარ მიმყავს "მოამბე" - ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი განმარტებას აკეთებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მე აღარ მიმყავს "მოამბე" - ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი განმარტებას აკეთებს

"მე აღარ მიმყავს "მოამბე" 18:00 საათზე" - ამის შესახებ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი სოციალურ ქსელში წერს და მიზეზებს განმარტავს.

"მე აღარ მიმყავს "მოამბე" 18:00 საათზე. ოფიციალური პოზიცია - როგორც თქვენთვის ცნობილია, დღეს გამართულ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე "მოამბის" პროდიუსერებმა, თქვენს მიერ საჯაროდ (მათ შორის ეთერში) გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია და თქვენთან, როგორც "მოამბე"-ს წამყვანთან, მუშაობის გაგრძელებაზე განაცხადეს უარი. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, თანამშრომელთა შორის არსებული და შესაძლო სამომავლო დისკომფორტის, დაძაბული და არაჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნის/გაუარესების საფრთხის თავიდან აცილების, ასევე მაუწყებლის კანონისმიერი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 4 თებერვლიდან, არსებული გართულებული ვითარების ნორმალიზებამდე, დროებით აღარ დაგევალებათ საინფორმაციო გამოშვება "მოამბე"-ს წამყვანის ფუნქციის შესრულების ვალდებულება," - წერს ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ორმა პროდიუსერმა, ბოიკოტი გამოუცხადა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს.