loader

"რის მიღწევას ცდილობთ, ბატონო ბიძინა, ან რა დაგიშავეთ?" - მეუფე ზენონი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რის მიღწევას ცდილობთ, ბატონო ბიძინა, ან რა დაგიშავეთ?" - მეუფე ზენონი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს

რის მიღწევას ცდილობთ, ბატონო ბიძინა, ან რა დაგიშავეთ? თითქმის არავინ დაგვტოვეთ, ვისაც არ გადაგვიარეთ - დაჩაგრულ თაობათა საცხოვრისად გინდათ აქციოთ ეს ქვეყანა?- ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი, ზენონი (იარაჯული) სოციალურ ქსელში წერს.

„რის მიღწევას ცდილობთ, ბატონო ბიძინა, ან რა დაგიშავეთ? თითქმის არავინ დაგვტოვეთ, ვისაც არ გადაგვიარეთ. რა გინდათ. დაჩაგრულ თაობათა საცხოვრისად გინდათ აქციოთ ეს ქვეყანა?

არა! არა! არა!

ჯვარზე მიმავალმა ჯვარცმულმა თქვა: “მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, მშვიდობას ჩემსას გაძლევთ თქვენ: მაგრამ ისე კი არა, როგორც წუთისოფელი იძლევა. ნუ შეკრთება თქვენი გული, ნურც შეშინდება“.

აი, მშვიდობა რა არის და ვისგან მოდის და როგორ მოდის, ბატონო ბიძინა. სხვისი ბედნიერი ცხოვრებისათვის გაღებული საკუთარი მსხვერპლით.

სხვა დანარჩენი “მშვიდობა” უქმი ზმანებაა, სინამდვილეს რომ ეთამაშება.

თქვენ მშვიდობა არ მოგაქვთ“, - წერს მეუფე ზენონი.