loader

რა ხდება ამ წუთებში პარლამენტთან - "სასწაული ამბავია, აკავებენ ხალხს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ამ წუთებში პარლამენტთან - "სასწაული ამბავია, აკავებენ ხალხს"

9 აპრილის ქუჩაზე მიმდინარე აქციაზე აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა იყო.

სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები თავდაპირველად პარლამენტის უკანა შესასვლელთან შეიკრიბნენ, რა დროსაც სკანდირებდნენ: „თავისუფლება მზია ამაღლობელს“.

აღნიშნულის შემდეგ მათ გადაწყვიტეს, რომ პროტესტი პარლამენტის გვერდით მდებარე 9 აპრილის ქუჩაზე გაეგრძელებინათ. როდესაც მედიის წარმომადგენლები და აქციის სხვა მონაწილეები 9 აპრილის ქუჩისკენ დაიძრნენ, პოლიციამ მათ გადაადგილება შეუზღუდა.

ჟურნალისტებმა სამართალდამცველებს განუმარტეს, რომ ისინი გზის გადაკეტვას არ აპირებდნენ და პროტესტის გაგრძელება უნდოდათ, ამის შემდეგ პოლიციამ მათ ტროტუარზე გადაადგილების ნებართვა დართო, თუმცა, ვითარება რამდენიმე წუთში შეიცვალა, პოლიციამ ჟურნალისტებს ტროტუარზე დგომის საშუალება არ მისცა. საბოლოოდ, მედიის წარმომადგენლებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს.

აღსანიშნავია, რომ აქციის მიმდინარეობისას პოლიციამ ტერიტორიიდან ორი პირი გაიყვანა. რაც შეეხება სამართალდამცველებს, ისინი პარლამენტის მთელ ტერიტორიაზე არიან მობილიზებულები არიან, როგორც გვერდითა ქუჩებზე, ასევე პარლამენტის უკან მდებარე სკვერში.

LIVE: "რადიო თავისუფლება"