loader

"არ მჭირდება არავის დაცვა დედაჩემისგან..." "ჩემი შვილის პასუხი ყველას.." - მსახიობი დედა-შვილი მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ მჭირდება არავის დაცვა დედაჩემისგან..." "ჩემი შვილის პასუხი ყველას.." - მსახიობი დედა-შვილი მიმართვას ავრცელებს

მსახიობ მანანა აბრამიშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მანანა აბრამიშვილმა დღეს ვიდეო ჩაწერა და გაკიცხა კოლეგები რუსთაველის თეატრიდან, რომლებიც სპექტაკლის შემდეგ მაისურებზე საპროტესტო წარწერებით გამოვიდნენ.

"არასწორი იყო, რაც იკადრეს ჩვენმა მსახიობებმა, თეატრში არ გაქვს იმის უფლება აკეთო, რაც მოგესურვება, ახლა კი მინდა საზოგადოებას გითხრათ" - ამბობს ვიდეომიმართვაში მსახიობი მანანა აბრამიშვილი.

მის ვიდეომიმართვას ბევრი მსახიობი გამოეხმაურა, მათ შორის, ნანკა კალატოზიშვილი და ეკა დემეტრაძე. აბრამიშვილის კოლეგებმა ახსენეს მისი მსახიობი ქალიშვილი - თეკლა სულაქველიძე, რომელიც რამდენჯერმე ასევე იმყოფებოდა საპროტესტო აქციებზე.

აღნიშნულ ფაქტს მსახიობ მანანა აბრამიშვილის, ქალიშვილი პოსტით გამოეხმაურა, რომელიც დედამ გააზიარა და დაწერა: "ჩემი შვილის პასუხი ყველას. ახლაც თეატრში ვარ ჯერ კიდევ და უცებ ვხედავ ჩემი შვილის პასუხს ყველას მიმართ. და დიახ! მე ბედნიერი დედა ვარ, რომ გავზარდე სწორად ჩემი ორივე შვილი და რომ ვერასდროს შეძლებს ვერავინ, ეს ყველაფერი ილუზია გახადოს!!!! ყველაფერი ამისთვის ღირს ცხოვრება და მე ვცხოვრობ. ყველა დედას და შვილებს სიკეთე... სამყაროში".

მსახიობის ქალიშვილმა თეკლა სულაქველიძემ დაწერა: "მე ვარ მსახიობი. ეს არის ჩემი გზა, ჩემი სახელი, ჩემი არჩევანი. მაგრამ აღმოვაჩინე, რომ ზოგისთვის ჩემი სახელი მხოლოდ იარაღია, რომელსაც დედაჩემის წინააღმდეგ იყენებს. დედა – ადამიანი, რომელმაც ყველაფერი მომცა – ხდება სამიზნე მათთვის, ვინც ცდილობს, ჩემით მანიპულაცია მოახდინოს, მასზე. მაგრამ ჩემი სახელი მხოლოდ მე მეკუთვნის და მას ვერავინ გამოიყენებს ჩემგან დამოუკიდებლად.ბოლო დროის მოვლენებში მეც ვიდექი რამდენჯერმე იმ ქუჩებში, სადაც დღეს უამრავი ხმა ისმის. ვიდექი, რადგან მინდოდა საკუთარი თვალით მენახა, გამეგო, მეგრძნო. მაგრამ მალევე მივხვდი – ეს არ იყო ჩემი ადგილი. ეს არ იყო ის ბრძოლა, რომელშიც ჩემი თავი ვიპოვე. მე მიყვარს ჩემი სამშობლო, ადგილი, სადაც დავიბადე, რომელმაც შემიფარა და რომელიც უძვირფასესია ჩემთვის. როგორც კი ვიფიქრებ, რომ მას საფრთხე ემუქრება, მაშინვე ჩავერთვები ბრძოლაში, მაგრამ ჩემი თვალით ნანახმა, დამარწმუნა, რომ ეს ის ბრძოლა არ იყო, სადაც ხმალამოღებულს მინდოდა მეომა. ეს ჩემი სამშობლოს გადარჩენის ბრძოლა არ იყო. დედაჩემი თავიდანვე წინააღმდეგი იყო და ამაზე ხშირად გვიკამათია. მაგრამ რაც უნდა მომხდარიყო, ერთი რამ ყოველთვის ვიცოდი – დედაჩემი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია, და როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი აზრთა სხვადასხვაობა, ეს არასდროს შეცვლის ჩემს სიყვარულსა და პატივისცემას მის მიმართ.ჩვენ არ ვართ ერთი ადამიანი, მაგრამ არც მტრები ვართ. დედაჩემი პატივს სცემს ჩემს აზრს, და მე – მისას. არ მჭირდება არავის დაცვა დედაჩემისგან, და არც არავის აქვს უფლება, ჩემით დედაჩემს ებრძოლოს. ის ყველაზე ძვირფასი ადამიანია, რაც ცხოვრებამ მაჩუქა და არავის არასდროს არ მივცემ უფლებას მას შეურაცხყოფა მიაყენოს და მით უმეტეს ეს ჩემი სახელის გამოყენებით განახორციელოს.მე ვარ თავისუფალი. მე მაქვს ჩემი ხმა, ჩემი გადაწყვეტილებები, ჩემი ცხოვრება და ამას ვერავინ შეცვლის.მადლობა და ნახვამდის".

ნახეთ მანანა აბრამიშვილის ვიდეომიმართვა: Palitravideo.ge

ნანკა კალატოზიშვილის და ეკა დემეტრაშილის პასუხი კოლეგას: Palitravideo.ge