სკანდალი Grammy-ს დაჯილდოებაზე - კანიე უესტის რჩეული წითელ ხალიჩაზე მოულოდნელად გაშიშვლდა, რასაც დაჯილდოვებიდან მათი გაძევება მოჰყვა
ლოს ანჯელესში Grammy-ს რიგით 67-ე ცერემონია გაიმართა, რომელიც მუსიკალურ ინდუსტრიაში ყველაზე მნიშვნელოვანი დაჯილდოებაა. მსოფლიოს მუსიკალური სამყაროს ყურადღება გასულ ღამეს შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებისკენ იყო მიპყრობილი.
Grammy-ს რიგით 67-ე ცერემონიას სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია, როდესაც წითელ ხალიჩაზე კანიე უესტი და მისი რჩეული ბიანკა მოულოდნელად გამოჩდნენ. ფოტოგრაფების თვალწინ პოზიორობისას, ბიანკა მოულოდნელად გაშიშვლდა. Entertainment Tonight-ის თანახმად, წყვილი დაჯილდოვების შოუდან გააძევეს მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ ისინი ცერემონიალზე არ იყვნენ მიწვეულნი. ზოგიერთი გამოცემის თანახმად, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც წყვილს ცერემონიალი დაატოვებინეს, წითელ ხალიჩაზე გაშიშვლება გახდა.