loader

"ილონ მასკის ჭკვიანური ნაბიჯი - იმედია, „დიფ სტეიტი“ მას მთლიანად არ გადაყლაპავს" - დიმიტრი მედვედევი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ილონ მასკის ჭკვიანური ნაბიჯი - იმედია, „დიფ სტეიტი“ მას მთლიანად არ გადაყლაპავს" - დიმიტრი მედვედევი

"ილონ მასკის ჭკვიანური ნაბიჯი, იმედია „დიფ სტეიტი“ მას მთლიანად არ გადაყლაპავს", - ასე ეხმაურება რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აშშ-ის საგარეო დახმარების სააგენტო USAID-ის დახურვასთან დაკავშირებით ილონ მასკის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

„ილონ მასკის ჭკვიანური ნაბიჯი, რომელიც USAID-ის ღრმა ყელის ამოვსებას ცდილობს. იმედი ვიქონიოთ, რომ საქვეყნოდ ცნობილი „დიფ სტეიტი“ მას მთლიანად არ გადაყლაპავს“, - წერს მედვედევი X-ზე.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა გუშინ განაცხადა, რომ USAID არის „კრიმინალური ორგანიზაცია და დროა მოკვდეს“. ამასთან, მასკმა აღნიშნა, რომ USAID-ის დახურვაზე მუშაობს და ამას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც ეთანხმება.