"რა ახალი არჩევნები ხალხო..." - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელსაც "ქართული ოცნება" გეგმავს
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის დღევანდელ ბრიფინგს ეხმაურება, სადაც მან ისაუბრა იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელსაც "ქართული ოცნება" გეგმავს. კონკრეტულად, ერთ-ერთი სიახლეა ის, რომ სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება პოლიტიკური თანამდებობის პირზე, სახელმწიფო მოსამსახურეზე, საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმა ან ძალადობის მუქარა.
"დროა ოპოზიცია გაერთიანდეს! დაიწყოს პოლიტიკური პროცესები და რა ახალი არჩევნები ხალხო, ამათი გა***ა უნდა მოვითხოვოთ. იცოდეთ, რამდენიმე დღეში კანონით აგვეკრძალება ამის მოთხოვნაც კი," - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
ნახეთ მამუკა მდინარაძის ბრიფინგი: Palitravideo.ge