loader

"ფოტოზე ჩემი 16 წლის ძმაა, გუშინ დააკავეს, გდდ მას ფიზიკურად გაუსწორდა, ასევე გაძარცვა" - სალომე ნატროშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ფოტოზე ჩემი 16 წლის ძმაა, გუშინ დააკავეს, გდდ მას ფიზიკურად გაუსწორდა, ასევე გაძარცვა" - სალომე ნატროშვილი

"თბი­ლი­სი მოლ­თან" 2 თე­ბერ­ვალს გა­მარ­თულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის არის 16 წლის მო­ზარ­დი, ნი­კო­ლოზ ნატ­როშ­ვი­ლი. მის შე­სა­ხებ კი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს მისი და, სა­ლო­მე ნატ­როშ­ვი­ლი აქ­ვეყ­ნებს.

"ფო­ტო­ზე ჩემი 16 წლის ძმაა. 16 წლის და არა - 26-ის ან 36-ის.

გუ­შინ ჩემი 16 წლის ძმა და­ა­კა­ვეს და გდდ მას ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და, ასე­ვე გა­ძარ­ცვა.ჩემი ძმა რო­გო­რია ბევ­რის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა - მას აქვს გა­მორ­ჩე­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ცნო­ბი­ე­რე­ბა და ძა­ლი­ან მა­ღა­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო კულ­ტუ­რა, ის ეხ­მა­რე­ბა არა­ერთ ფონდს.მას აქვს გა­მორ­ჩე­უ­ლი ნიჭი და ისე­თი უნა­რე­ბი, რომ­ლის მო­სა­ზი­და­დაც გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბი დიდ რე­სურსს ხარ­ჯა­ვენ.

რაც შე­ე­ხე­ბა მის ადა­მი­ა­ნურ თვი­სე­ბებს, ბავ­შვო­ბი­დან მკურ­ნა­ლობს და­შა­ვე­ბულ ცხო­ვე­ლებს და ფრინ­ვე­ლებს, ზღარ­ბებს, კუ­ებს, ბა­ყა­ყებს. ჰყავს ძაღ­ლი, რო­მე­ლიც პატ­რონ­მა თხრილ­ში ჩა­აგ­დო, ეს ჯერ აჭ­მევ­და და მერე გა­რეთ რომ და­სახ­ლდა მას­თან ერ­თად, მშობ­ლებ­მა სახ­ლში მიყ­ვა­ნის უფ­ლე­ბა მის­ცეს. უმე­ტე­სად არ ტო­ვებს. ახალ წელს კი მას­თან ერ­თად ხვდე­ბა, პი­რო­ტექ­ნი­კამ რომ არ და­აფრ­თხოს. შე­სა­ნიშ­ნა­ვად ერ­კვე­ვა მიკ­რო და მაკ­რო ეკო­ნო­მი­კა­ში, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებ­ში, აფ­რი­კის კონ­ტი­ნენტზე არ­სე­ბულ კონ­ფლიქ­ტებ­ში, მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის ინ­დი­კა­ტო­რებ­ში.

წარ­მო­იდ­გი­ნეთ? არ უნდა გა­გი­ჭირ­დეთ, თქვენც გე­ყო­ლე­ბათ ამ ხნის შვი­ლე­ბი, დები, ძმე­ბი.

ნი­კო­ლო­ზი თა­ო­ბა­ში გა­მორ­ჩე­უ­ლი, უწე­სი­ე­რე­სი, უპა­ტი­ოს­ნე­სი და შე­უ­პო­ვა­რი მა­მის შვი­ლია, რომ­ლის­გა­ნაც არა­მარ­ტო ჩვენ, თა­ო­ბებ­მა ის­წავ­ლეს სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი.ჩვენ­თვის უცხოა სა­კუ­თა­რი თა­ვე­ბის და­ტი­რე­ბა და სა­ერ­თოდ არ ვცნობთ აზ­როვ­ნე­ბის იმ ფორ­მას, რო­მე­ლიც ჩაგ­ვრის (სხვი­სი თუ ჩვე­ნი­ვე) მი­მართ ლო­ი­ა­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს

.დრო­ე­ბი­თია ძა­ლა­უფ­ლე­ბა.სი­ტყვაა მუდ­მი­ვი - პირ­ვე­ლიც, ბო­ლოც და უთ­ქმე­ლიც.სო­ლი­და­რო­ბა ყვე­ლა უსა­მარ­თლოდ დევ­ნილს, მსჯავ­რდე­ბულს, და­კა­ვე­ბულს!

სო­ლი­და­რო­ბა მო­შიმ­ში­ლე­ებს! სო­ლი­და­რო­ბა მი­ზან­ში ამო­ღე­ბულ თა­ვი­სუ­ფალ, პატ­რი­ოტ, კე­თილ­სინ­დი­სი­ერ ადა­მი­ა­ნებს ყველ­გან, სა­დაც იდევ­ნე­ბი­ან!

ფო­ტო­ზე: სი­ნათ­ლე და სიბ­ნე­ლე", - წერს სა­ლო­მე ნატ­როშ­ვი­ლი.