"სარკომას ეჭვობდნენ" - ქართველი მომღერალი, რომელიც წლების წინ "ჯეოსტარში მარინა ბერიძემ დაიწუნა, ევროვიზიაზე გასვლა სურს და რას ჰყვება ის მძიმე დიაგნოზზე?
"ევროვიზიაზე უნდა წავიდეს თათია კობალაძე! სულ რაღაც ორი კვირის წინ ამოიკვეთა სიმსივნე და მისი სული ისევ ანთებულია კონკურსისკენ" - ეს სიტყვები მომღერალსა და კომპოზიტორ მაია კაჭკაჭიშვილს ეკუთვნის, რომელიც მან სოციალურ ქსელში დაწერა.
ევროვიზიის 2025 წელს შვეიცარიის ქალაქ ბაზელში გაიმართება. საქართველოს წარმომადგენელი მეორე ნახევარფინალში, 15 მაისს იმღერებს. ჯერჯერობით ცნობილი არ არის ვინ წარადგენს ჩვენს ქვეყანას. საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მომღერლებს საკონკურსო სიმღერები გაგზავნილი აქვთ.მათ შორის არის თათია კობალაძეც, გოგონა, რომელიც საქართველოში არაერთ კონკურსზე დაიწუნეს, მაგრამ ის უკვე წლებია წარმატებულად ასპარეზობს სხვა ქვეყნის კონკურსებში.
თათია კობალაძე, ევროვიზიის განაცხადამდე 14 ლაივი ჰქონდა ყაზახეთის „ორ ვარსკვლავში“, სადაც მსგავსი პრეცედენტი იქამდე არ ყოფილა, რომ სხვა ეროვნების მომღერალი საკუთარი ქვეყნის ვარსკვლავად წარედგინათ. 16 წყვილში თათია ერთადერთი უცხოელი იყო. სწორედ იმ პერიოდში იგრძნო თავი ცუდად, როდესაც საქართველო-ყაზახეთი დაფრინავდა.
ვრცელ ინტერვიუში მომღერალი გვიყვება მოულოდნელ დიაგნოზზე, მკურნალობის გზასა და იმ ბრძოლაზე, რომელსაც ახლა გადის ევროვიზიამდე მისასვლელ გზაზე...