არასამთავრობო ორგანიზაციები პროკურატურასა და საგამოძიებო სამსახურს მიმართავენ
"გასული ღამის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის ცხელ ხაზზე 26 პირის დაკავებაზე მიიღეს შეტყობინება" - არასამთავრობო ორგანიზაციების ბრიფინგი.
ამასთან, მესამე სექტორის ინფორმაციით, დაკავებულები საუბრობენ პოლიციელთა მხრიდან მათ მიმართ დაკავებისას და დაკავების შემდგომ ფიზიკურ ძალადობაზე.
დაზიანებების სიმძიმის გათვალისწინებით, ქსელის ინფორმაციით, 5 პირი მოთავსდა სამედიცინო დაწესებულებაში.
ამასთან, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები გენერალურ პროკურატურასა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებენ, აწარმოონ დროული და ეფექტიანი გამოძიება სათანადო კვალიფიკაციით და დაუყოვნებლივ დაიწყოს შესაბამისი სამართალდამცველების, მათ შორის, ზვიად ხარაზიშვილის (ხარებას) მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა.