loader

გიორგი ოკმელაშივლის განაჩენი ცნობილია - კადრები სასამართლოდან, სადაც მოქალაქეები მოსამართლის გადაწყვეტილებას შეძახილებით შეხვდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი ოკმელაშივლის განაჩენი ცნობილია - კადრები სასამართლოდან, სადაც მოქალაქეები მოსამართლის გადაწყვეტილებას შეძახილებით შეხვდნენ

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებით, მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას სასამართლოს სხდომათა დარბაზში მყოფების უკმაყოფილება მოჰყვა.

თავად მსჯავრდებულმა საცირკო სიმღერა წაიმღერა, რასაც დარბაზში მყოფებიც აჰყვნენ. მოსამართლემ იქ საზოგადოებას წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა, რადგან მისივე თქმით, დაცვას საქმე სტრასბურგში მიაქვს და მათ ინტერესებში შედიოდა, განმარტება მოესმინათ.

გიორგი გელაშვილის განმარტებით, მოსამართლე საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებით მსჯელობს.

„საბჭოთა ცირკი“ - ასე შეაფასა მოსამართლის განმარტება ოკმელაშვილმა.

დღევანდელ სხდომაზე საბოლოო სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმა გიორგი ოკმელაშვილმა.

საქმეზე განაჩენი გასულ სხდომაზე უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა, მოსამართლემ პროცესი გადადო, რადგან მისი განმარტებით, ამ გადაწყვეტილებით მხარეებს შესაძლებლობა მისცა, საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ეწარმოებინათ, თუმცა, მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმება არ შედგა.

გამოძიების ინფორმაციით, 13 მაისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე გიორგი ოკმელაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ალექსანდრე ოხანაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, იდაყვის დარტყმით სახის არეში დაზიანებები მიაყენა.

ოკმელაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

მას ასევე ბრალი სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითაც ჰქონდა წარდგენილი, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. თუმცა, მუხლი სრულად ამნისტირებულია, შესაბამისად, სისხლისამართლებრივი დევნა ამ მუხლით შეწყდა.

დანაშაული 4-დან 7- წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებელია.

ვიდეო: "მთავარი არხი"