"მოვიკითხე და პასუხად ეს ფოტო რომ გამომიგზავნა, საშინელი ტკივილი ვიგრძენი" - რას წერს გურამ როგავა "TV პირველის" ოპერატორზე?
გუშინ, აქციაზე "TV პირველის" ოპერატორი ნიკო კოკაია დაშავდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გურამ როგავა წერს და ფოტოს აქვეყნებს.
"ნიკო მოვიკითხე და პასუხად ეს ფოტო რომ გამომიგზავნა, საშინელი ტკივილი ვიგრძენი. მომწერა, რომ მალა გადარჩა, საბედნიეროდ, მოტეხილობა არ არის, ექიმები აგრძელებენ კვლევას და დაკვირვებას. ჯანმრთელობა ნიკოს და გამარჯვება ჩვენ! ნიკო კოკაია ფოტოს გასაჯაროების ნებართვა მომცა და გიზიარებთ!
დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ივანიშვილს ხალხის ძალის ეშინია, იცის, რომ ბევრი ვართ, იმდენი ვართ, რომ შეგვიძლია მაგისტრალები გადავკეტოთ და კანონიც ამიტომ შეცვალეს! ერთად ძლიერები ვართ! ბრძოლა გრძელდება!" - წერს როგავა.