გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ თითქოს უნივერსიტეტში ჩაბარების განმსაზღვრელი სკოლის ნიშნები იქნება, მშობლებში აჟიოტაჟი გამოიწვია, რა წერია სამთავრობო დოკუმენტში და რას ფიქრობენ ექსპერტები
გახდება თუ არა სკოლის აკადემიური მოსწრება უნივერსიტეტში ჩარიცხვის მთავარი გარანტორი, მოსალოდნელია თუ არა კორუფციისა და უსამართლობის ახალი ტალღა? რა წერია სამთავრობო დოკუმენტში?
2023 წელს, განათლების აწ უკვე ყოფილმა მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, განაცხადა, რომ სკოლის აკადემიური მოსწრება უმაღლეს სასწავლებელში ეროვნული გამოცდები ერთ-ერი ალტერნატივა გახდებოდა და სამინისტრო სკოლებში ე.წ ეროვნული შეფასების დაბრუნებაზე მუშაობდა.ამილახვარმა თანამდებობა 2024 წელს დატოვა და საუბარი ამ საკითხზე დროებით შეჩერდა, თუმცა 2025-28 წლის სამთავრობო პროგრამაში ეს საკითხი გამოჩნდა, დოკუმენტში ვკითხულობთ,
"პირველად, საგანმანათლებლო სივრცეში უზრუნველყოფილი იქნება სკოლის აკადემიური მოსწრების გათვალისწინება უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის, რაც გაზრდის ზოგადი განათლების მნიშვნელობას და აამაღლებს სკოლის პრესტიჟს. ამასთან, განხორციელდება მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების ეროვნული შეფასებები."
განცხადებას მალევე დიდი უკმაყოფილება და აჟიოტაჟი მოჰყვა ვირტუალურ სივრცეში, სადაც მშობლების გარკვეული ჯგუფი პრობლემის ქვაკუთხედად შეფასების სუბიექტურ მხარეს ხედავს,
როგორც აღმოჩნდა მშობლების დიდმა ნაწილმა ინფორმაცია არასწორად აღიქვა და ჩათვალა, რომ სისტემა 2025 წლიდან იცვლებოდა.
რა ხდება რეალურად? განათლების ექსპერტიო სიმონ ჯანაშია ჩვენთან საუბრისას განმარტავს,რომ უნივერსიტეტებში ჩაბარების პროცესი სუბიექტური გავლენებისაგან თავისუფალი უნდა იყოს ქართული საგანმანათლებლო სისტემა ამ მოცემულობით არ არის მზად შეფასების ეროვნულ სისტემაზე გადასაწყობად, და პროექტი მომავლის პერსპექტივაა.
სკოლის ნიშნებით ჩარიცხვა მომგებიანი მხოლოდ რეპეტიტორებისთვის იქნება, რაც ასევე შექმნის არამეგობრულ გარემოს და არაჯანსაღ კონკურენციას მოსწავლეთა შორის , თუმცა მსგავსი პრაქტიკა ევროპის და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტში ნამდვილად არსებობს.
რას გეგმას სამინისტრო, გამკაცრდება თუ არა სკოლაში მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების შეფასების კრიტერიუმები, ამ და სხვა კითხვებით ჩვენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დავუკავშირდით, ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია.