loader

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „საქართველო აჯანყდი, ცეცხლი ოლიგარქიას, წადი! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“.

მათ თან აქვთ საქართველოს დროშები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

მათი მოთხოვნები უცვლელია-დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციაზე დაკავებულები.

აქციის მონაწილეებმა სავაჭრო ცენტრის შენობასთან გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა დღის 16:00 საათიდან რამდენჯერმე სცადეს, თუმცა საპოლიციო ძალებმა საბოლოოდ გზა გაათავისუფლეს და მოძრაობაც აღდგა. აქციაზე მოხდა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებაც. სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მინაწილე დააკავეს, მათ შორის ოპოზიციური პარტიის ლიდერები - გიგი უგულავა და ნიკა მელია. აქციაზე რამდენიმე მოქალაქე შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.