loader

აქციის მონაწილეები მსვლელობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართულებით გადაადგილდებიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აქციის მონაწილეები მსვლელობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართულებით გადაადგილდებიან

თბილისის შემოსასვლელთან შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით სავარაუდოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართულებით მიემართებიან.

პროტესტის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილი ნაწილობრივ აქვთ დაკავებული. გარკვეულ მონაკვეთზე კი, საავტომობილო მოძრაობა გრძელდება.

მათ მსვლელობას წინ პოლიციის კორდონი მიუძღვის.

ამ დროისთვის უცნობია როგორია აქციის მონაწილეების სამოქმედო გეგმა, თუმცა მათ „თბილისი მოლთან“ რამდენჯერმე ჰქონდათ გზის გადაკეტვის მცდელობა, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს

ფიზიკური დაპირისპირებისას და შეხლა-შემოხლისას აქციაზე რამდენიმე მონაწილე დააკავეს.