როგორია ვითარება ამ დროისთვის "თბილისი მოლთან"? - კადრები მოვლენათა ეპიცენტრიდან
„თბილისი მოლთან“ საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან.
აქციის მონაწილეები ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარებას და საპროტესტო აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ. აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც.
მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან საპოლიციო ძალები. სამართალდამცველებმა გზის სავალი ნაწილის ორივე მხარეს კორდონი გააკეთეს.